
ჩვენი საქმიანობა დაიწყო ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზნით - დავხმარებოდით ქართველ ახალგაზრდებს, მარტივად და უსაფრთხოდ აღმოეჩინათ მსოფლიო, მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და გაეფართოებინათ თვალსაწიერი.
Au Pair პროგრამის გარშემო გაერთიანებულმა გუნდმა მცირე საინიციატივო ჯგუფით გადავდგით პირველი ნაბიჯები. თავიდანვე მკაფიოდ განვსაზღვრეთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ფორმალური შუამავლობა კი არ იქნებოდა, არამედ მონაწილეების სრული მხარდაჭერა - პირველი კონსულტაციიდან დაიწყებული, უცხო ქვეყანაში ადაპტაციის პროცესის ჩათვლით.
წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომისა და მაღალი პასუხისმგებლობის წყალობით, შევძელით სანდო პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბება ევროპის წამყვან ქვეყნებში. გავაფართოვეთ მომსახურების სპექტრი, დავხვეწეთ დოკუმენტაციასთან მუშაობისა და სავიზო მხარდაჭერის პროცესები და შევქმენით 24/7-ზე ასისტენციის ეფექტური სისტემა.
დღეს ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე 200-ზე მეტი წარმატებული ისტორიაა. ასობით ახალგაზრდამ ჩვენი დახმარებით შეძლო უცხო ენების სრულყოფილად დაუფლება, ახალი კულტურების გაცნობა, ბავშვზე ზრუნვის ღირებული გამოცდილების დაგროვება და დამოუკიდებელი, გლობალური აზროვნების ჩამოყალიბება.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას გავუხსნათ კარი საერთაშორისო შესაძლებლობებისკენ.