Au Pair-ის მიმღები ოჯახის (Host Family) მხრიდან პროგრამაში მონაწილეობისა და სავიზო პროცესის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება.

მიმღები ოჯახის მიერ წარსადგენი ძირითადი დოკუმენტები:

  • ოფიციალური მოწვევის წერილი (Letter of Invitation): ოჯახის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც გაწერილია Au Pair-ის მიღების პირობები.

  • Au Pair-ის ოფიციალური ხელშეკრულება (Au Pair Contract): ორმხრივი შეთანხმება, სადაც გაწერილია სამუშაო საათები, ჯიბის ფულის ოდენობა, დასვენების დღეები და მოვალეობები.

  • საცხოვრებელი პირობების დადასტურება: დოკუმენტი (საკუთრების მოწმობა ან ქირავნობის ხელშეკრულება), რომელიც ადასტურებს, რომ ოჯახს აქვს საკმარისი ფართი და Au Pair-ისთვის ცალკე ოთახის გამოყოფის შესაძლებლობა.

  • ფინანსური მდგრადობის დადასტურება: ოჯახის შემოსავლების ცნობა, რაც ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ Au Pair-ის ყოველთვიური ჯიბის ფულით, კვებითა და დაზღვევით უზრუნველყოფა.

  • ცნობა ნასამართლობის შესახებ: ოჯახის სრულწლოვანი წევრების ნასამართლობის ცნობები (ქვეყნის რეგულაციის შესაბამისად).

  • სამედიცინო და უბედური შემთხვევების დაზღვევა: Au Pair-ის სახელზე გაფორმებული სადაზღვევო პოლისი.

  • ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი საბუთები: პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლები.